უკრაინა ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული გახდა. ფინალური კონცერტი იტალიის ქალაქ ტურინში ჩატარდა.
წელს ამ ქვეყნიდან ჯგუფი Kalush Orchestra მონაწილეობდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯგუფს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ 2003 წლიდან უკრაინის ეს მესამე გამარჯვებაა.
„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია იმისათვის, რომ ერთ დღეს, ევროვიზიას საპორტო ქალაქ მარიუპოლში ვუმასპინძლოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, უკრაინის გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ შემდეგი ევროვიზიის ფინალი უკრაინაში ჩატარდება.
აღსანიშნავია, რომ წელს, ევროვიზიის პირველი და მეორე ნახევარფინალური ტურებიდან ფინალში 20 ქვეყნის წარმომადგენელი გადავიდა. საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი Circus Mircus კი კონკურსს ნახევარფინალიდან გამოეთიშა.
ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა დამტკიცდა. “ქართული ოცნების” მთავრობის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე 31 მარტს გამოქვეყნდა. პროგრამა 5-წლიანია და მისი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის,…
საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ საპენსიო დანაზოგების მსხვილ პროექტებში ინვესტირების საკითხზე გააქტიურება მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება. როგორც სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცრის…
Galt & Taggart-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგზონი 5%-დან 6.8%-მდე გაზარდა. საინვესტიციო ბანკის განცხადებით, ეკონომიკური პროგნოზის გადახედვის მიზეზი მიმდინარე წლის ორ თვეში…